weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კასპში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა

17:52 შაბათი, 04 აგვისტო 2018

თბილისი–სენაკი–ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსი ტრაილერს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, სულ მცირე 6 მგზავრი კი დაშავდა. 

ავარია ცოტა ხნის წინ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამთან მოხდა, რის გამოც ავტობანზე მოძრაობა შეფერხებულია. ავტობუსი ახალქალაქი-რუსთავის რეისს ასრულებდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მცხეთის ორ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]