weather cur horoscope tv
ივნისი 14, 2024

ქუთაისის შემოვლით გზაზე სიჩქარის მზომი რადარები ამოქმედდა

13:25 სამშაბათი, 07 აგვისტო 2018

დღეიდან ქალაქ ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე სიჩქარის მზომი რადარები ამოქმედდა. რადარები საავტომობილო გზის 31-კილომეტრიან მონაკვეთზე, 10 სექციად არის განლაგებული.

ამავე მონაკვეთზე ამოქმედდა ნომრის ამომცნობი „ჭკვიანი“ კამერებიც, რომელთა საშუალებით გაკონტროლდება როგორც სიჩქარის გადაჭარბების, ასევე, სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოს ბოლომდე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზეც ამოქმედდება და სიჩქარის მზომი სექციებიც მოეწყობა.

სამინისტრომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით, გასულ თვეში თბილისში 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა, ბათუმის მასშტაბით კი 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ახალი წერტილოვანი რადარები განთავსდა ქობულეთი-მახინჯაურის მონაკვეთზე.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით „ჭკვიანი“ ვიდეოკამერებისა და სიჩქარის მზომი რადარების დამონტაჟება მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]