weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თუშეთის გზაზე ღამით ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

18:04 პარასკევი, 10 აგვისტო 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე, სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით და პირიქით, ავტოსაგზაო და სხვა სახის შემთხვევების პრევენციის მიზნით, 17:00 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში, ყველა სახის ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აკრძალვა თუშეთში მოსული უხვი ნალექის გამო დაწესდა.

გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად ფშაველი-აბანო-ომალოს გზა რამდენიმე ადგილას დაზიანდა. აბანოს უღელტეხილს ქვემოთ, სამხევამდე გზის ნაწილი ადიდებულმა მდინარემ წაიღო. გზაზე რამდენიმე მანქანა იყო ჩარჩენილი. სოფელ ხისომდე, მეწყერის ადგილას მდინარეში წყლის დონემ აიწია და საავტომობილო გზა დაფარა. დღეს დილით ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. როგორც „რეგინფოს“ გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის, შპს „გერალის“ წარმომადგენელმა ტარიელ წიკლაურმა უთხრა, თუ წვიმა გაგრძელდა, შესაძლოა, გზა ისევ ჩაიკეტოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]