weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აბაშის ორი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

22:33 პარასკევი, 10 აგვისტო 2018
ფოტო: აბაშის მერია ფოტო: აბაშის მერია

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან - წყემიდან და ზანთიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარე აბაშისწყლმა საცხოვრებელ სახლებს და ხალხს საფრთხე შეუქმნა.

ორივე სოფლიდან სულ 25 ოჯახის ევაკუაციაა დაგეგმილი. სოფლებში 50 მეხანძრე-მაშველი მუშაობს, მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც, რომლითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.

სტიქიის ზონაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ილია ბეგიაშვილი და გიგა კაცია, ასევე, საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ძლიერი წვიმის შედეგად საქართველოს რამდენიმე რეგიონში მდინარეები ადიდდა. დაიტბორა ქუჩები და სახლები, დაზიანდა გზები, გააქტიურდა მეწყრული პროცესები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]