weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მაკა ჩიჩუამ შშმ პირთა მშობლებთან წნორში შეხვედრა გამართა

10:54 ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პროექტის „მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება“ ფარგლებში კახეთის რეგიონს ეწვია. პროექტი, რომელიც  პირველი ლედის პატრონაჟითა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად საქართველოს რეგიონებში მცხოვრები შშმ პირთა მშობლების გაძლიერებასა და მხარდაჭერას ისახავს.

„ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრებს დედების თემთან მთელი საქართველოს მასშტაბით,  ვიყავით გურიაში, აჭარასა და იმერეთში. ძალიან გააქტიურებულია დედების თემი. თუ ადრე სახლში მალავდნენ ბავშვებს და ცდილობდნენ გაერიდებინათ ისინი საზოგადოებისგან, ახლა პირიქით ხდება, ყველას უნდა ამ ბავშვების ინტეგრაცია. რეალურად გამოჩნდა, რომ მათი ინტეგრაციის და სოციალიზაცის შედეგია, რომ ბავშვები არიან ხალისიანები, უკეთ ვითარდებიან და აქვთ ძალიან დიდი შედეგი“,- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

შეხვედრა ქალაქ წნორში გაიმართა და მასში კახეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლები მონაწილეობდნენ.

მაკა ჩიჩუამ წნორში არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრი მოინახულა და მისი ბენეფიციარების მიერ მომზადებული მუსიკალური ნომერი მოისმინა.

პირველი ლედი სიღნაღში თერაპიის კავშირს „ქედელი“ ეწვია და ცენტრის ტერიტორიაზე არსებული სოციალური საწარმოები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

პროექტის „მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება“ ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა ოზურგეთში, ხელვაჩაურსა და საჩხერეში. ხვალ მაკა ჩიჩუა ბოლნისს ეწვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]