weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თელავი და ახმეტის სოფლები დაისეტყვა

19:54 შაბათი, 18 აგვისტო 2018

ძლიერი სეტყვის შედეგად თელავი, ქალაქის შემოგარენი და ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაზარალდა. ახმეტაში ყველაზე რთული მდგომარეობა სოფელ ქისტაურშია. როგორც სოფელში მერის წარმომადგენელმა ზვიად მოსიაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, სეტყვა და ქარიშხალი 30 წუთი გაგრძელდა. განადგურებულია ვენახები და ბოსტნეული.

„ასეთი სეტყვა ქისტაურში არ მახსოვს. სიმინდის გარდა, ყველაფერი გაფუჭებულია. ჩამსხვრეულია ფანჯრის მინები და წაქცეულია ხეები“, - ამბობს ზვიად მოსიაშვილი.

„ბოლო ერთ თვეში უკვე მესამედ დავისეტყვეთ. სტიქია როგორც ჩანს თიანეთიდან მოდიოდა და მხოლოდ სოფლის ნაწილს გადაუარა. ყველაფერი განადგურებულია, რისი განადგურებაც შეიძლებოდა. წელს საერთო ჯამში დაახლოებით 200 ჰექტარი დაისეტყვა. პრობლემა ის არის, რომ ხალხს ვენახები დაზღვეული არ აქვს და ზარალის ანაზღაურება ვერ ხერხდება“, - ამბობს მატანში მერის წარმომადგენელი დავით მამუკელაშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, ქალაქთან ახლომდებარე სოფლებიდან ზარალის შესახებ შეტყობინებებს ამ დრომდე იღებენ. ქალაქის გარდა დასეტყვილია სოფლები - კისისხევი და შალაური. წინასწარი ინფორმაციით, სეტყვამ ვენახეებიც დააზიანა. 

სტიქიის გამო გამო მწყობრიდან გამოვიდა ქვესადგურები „გულგულა“, „ნაფარეული“, „კურდღელაური“ და „თელავი 2“. ელექტროენერგია თითქმის მთელ რაიონს არ მიეწოდება. როგორც „ენერგო პრო-ჯორჯიაში“ აცხადებენ, უცნობია როდის აღდგება ენერგომომარაგება.

ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 51 გამოძახება დაფიქსირდა. ამ დროისთვის გზების გაწმენდისა და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ტარდება.

ძლიერი ნალექისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.

 

 

ამ თემაზე:

დაზიანებულ ყურძენს საწარმოები ჩაიბარებენ, კომპენსაციები არ იქნება - მინისტრი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]