weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სტიქიასთან დაკავშირებით შს მინისტრი გიორგი გახარია თელავში გაემგზავრა

21:56 შაბათი, 18 აგვისტო 2018

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია თელავში მიემგზავრება, სადაც სტიქიის შედეგებს გაეცნობა.

18 აგვისტოს, საღამოს მოსული ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად ქალაქი თელავი, ასევე მიმდებარე სოფლები - შალაური და კისისხევი დაზარალდნენ. დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთები და ვენახები. სტიქიის გამო მწყობრიდან გამოვიდა ოთხი ქვესადგური, რის გამოც ელექტროენერგია თითქმის მთელ თელავის რაიონში გათიშულია. როგორც „ენერგო პრო-ჯორჯიაში“ აცხადებენ, უცნობია როდის აღდგება ენერგომომარაგება.

სეტყვა იყო ახმეტის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ყველაზე მეტად სოფელი ქისტაური დაზარალდა. სოფელში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, სეტყვა და ქარიშხალი 30 წუთი გაგრძელდა. განადგურებულია ვენახები და ბოსტნეული.

ორივე მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 51 გამოძახება დაფიქსირდა. ამ დროისთვის გზების გაწმენდისა და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ტარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]