weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

2018 წლის 7 თვეში დანაშაულის მაჩვენებელი 55.81 %-ით გაიზარდა

15:13 სამშაბათი, 21 აგვისტო 2018

2018 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 55.81 %-ით არის გაზრდილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 7 თვეში 33 054 დანაშაულია რეგისტრირებული, მაშინ როცა 2017 წლის იგივე პერიოდში მხოლოდ 21 214 დანაშაული იყო აღრიცხული.

შემცირებულია დანაშაულის გახსნის სტატისტიკა. 2017 წლის იანვარ-ივლისში შსს-მ რეგისტრირებულ დანაშაულთა 53.82% გახსნა, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულთა 36.67%-ი, ანუ 12 121დანაშაული.

2018 წლის იანვარ-ივლისში სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილია 1 355 დანაშაული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. 2017 წლის იმავე პერიოდში სიცოცხლის წინააღმდეგ 687 დანაშაული იყო რეგისტრირებული.

სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულებიდან 1 082 თვითმკვლელობამდე მიყვანაა. გასულ წელს 479 ასეთი დანაშაული იყო რეგისტრირებული.

2018 წლის შვიდ თვეში ჯანმრთელობის წინააღმდეგ 6 311 დანაშაულია რეგისტრირებული, 2017 წლის იმავე პერიოდში 2 607 იყო.

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ 1476 დანაშაულია რეგისტრირებული, 2017 წელს ეს რიცხვი 376 იყო.

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ 222 დანაშაული დარეგისტრირდა, 2017 წლის პირველ ექვს თვეში კი 153 იყო.

ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ 39 დანაშაულია რეგისტრირებული, მათგან არცერთი არ გახსნილა. 2017 წლის იანვარ-ივლისში 13 ასეთი დანაშაული დარეგისტრირდა, საიდანაც მხოლოდ 4 გახსნეს.

გაზრდილია საკუთრების წინააღმდეგ (ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, გამოძალვა, თაღლითობა და ა.შ.) რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელიც. 2018 წლის იანვარ-ივლისში 13 256 დანაშაულია რეგისტრირებული, 2017 წლის იმავე პერიოდში 7 851.

გასულ წელთან შედარებით შემცირებულია რეგისტრირებული ნარკოდანაშაულის მაჩვენებელი. 2018 წლის იანვარ-ივლისში 2 533 ნარკოტიკული დანაშაული აღირიცხა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში 3 118.

2018 წლის 7 თვეში გაზრდილია სატრანსპორტო დანაშაულის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) რაოდენობაც. ამ პერიოდში აღრიცხულია 2 009 დანაშაული, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 740 ასეთი დანაშაული იყო რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]