weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვარკეთილში ავარიის შედეგად 29 წლის მამაკაცი დაიღუპა

11:01 ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018

ვარკეთილში დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 29 წლის მამაკაცი დაიღუპა, კიდევ ერთი ახალგაზრდა კი მძიმედ დაშავდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შსს-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ივლისში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის 1970 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 182 შემთხვევა დაზარალებულის სიკვდილით დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]