weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

აფრიკის სანაპიროსთან დაკარგული გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, გამოჩნდა

16:14 პარასკევი, 24 აგვისტო 2018

გვინეის ყურეში 14 აგვისტოს გაუჩინარებული გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, გამოჩნდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის გემი მიემართება ლომეს პორტში, რომელიც ტოგოს რესპუბლიკაში მდებარეობს.

არსებული ინფორმაციით, მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველყვეს ყველა მხარის ჩართულობა გემის მოძიების პროცესში. ამოქმედდა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებში, ისე საზღვაო და რეგიონულ ორგანიზაციებში.

ინტენსიურ კონტაქტზე ვიმყოფებით გემთმფლობელ კომპანიასთან, რათა ეკიპაჟი უზრუნველყოფილი იქნას სასმელი წყლით, საკვებით და სხვა პირველადი საჭიროებებით“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, მეზღვაურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ღონისძიებები პანამასა და ნიგერიაში მოქმედი საზღვაო უშიშროების ჯგუფების უშუალო კოორდინაციით ხორციელდება. მეზღვაურების მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გემი უსაფრთხო წყლებში შევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]