weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

22:01 შაბათი, 25 აგვისტო 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსია.

შსს-ს ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული ი. გ., 1981 წელს დაბადებული გ. შ. და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელი - 1983 წელს დაბადებული ო. ი. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ი.გ. ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება გაასაღა. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ დაკავებულები გ.შ. და ო.ი.

პოლიციამ ი. გ.-ს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი პრეპარატი „სუბუტექსის“ 16 აბი და აბის 2 ნატეხი ამოიღო, ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული იქნა „სუბუტექსის“ 5 აბი და ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) შემცველი 19 კაფსულა. ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის ო. ი.-ს პირადი ჩხრეკისას კი სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 1 აბი და აბის 4 ნატეხი ამოიღეს, რომელიც მას ი. გ.-მ დაკავებამდე გადასცა. გ.შ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი 153 აბი და აბის ნატეხები იქნა ამოღებული, რომელიც ი.გ.-სგან დაკავებამდე მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ი.გ-ს და გ. შ-ს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ხოლო დანაშაული, რომელსაც ო. ი.-ს ედავებიან 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]