weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

ანაკლიაში მომხდარი გაუპატიურების საქმეზე უცხოელი მამაკაცი აეროპორტში დააკავეს

20:18 სამშაბათი, 28 აგვისტო 2018 hits 3392

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიაში მომხდარი გაუპატიურების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, თ.ტ-სთან, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, სქესობრივი კავშირი იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]