weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ხაშურში ტყის ხანძრის ჩაქრობის პროცესში შესაძლოა ვერტმფრენი ჩართონ

11:20 ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე, 10 ჰექტარზე ფოთლოვანი ტყე იწვის. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას 12 საათზე მეტია უშედეგოდ ცდილობენ. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას განცხადებით, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში შესაძლოა ვერტმფრენის ჩართვა გახდეს საჭირო.

რთული რელიეფის გამო ცეცხლის ეპიცენტრამდე სახანძრო მანქანები ვერ მიდიან და მეხანძრეებს წყალი დაახლოებით რვა კილომეტრზე ხელით მიაქვთ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ადგილზე მობილიზებულია სატყეო სააგენტოს 80 თანამშრომელი, 220 მეხანძრე მაშველი და 12 სახანძრო ავტოცისტერნა.

ცეცხლის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზის დასადგენად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]