weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

გორის რაიონის სოფელ ქერიდან რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი გაიტაცეს

12:00 პარასკევი, 09 ივნისი 2017

შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. ლევან ლაფაჩი და გურამ კოლოტაშვილი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე ღვთისმშობლის ეკლესიაში იყვნენ წასული, რა დროსაც მათი გატაცება მოხდა.

„გატაცებულებთან ერთად ვინც იყვნენ, იმათ დაინახეს, რომ მიჰყავდათ და ჩვენ გაგვაგებინეს. აქაც მოვლენ და სახლებიდანაც წაგვიყვანენ. ბაღები აქ გვაქვს, სალოცავი და საფლავები აქ გვაქვს. სად წავიდეთ?“, – ამბობს სოფელ ქერის მცხოვრები ჟანა ლაფაჩი.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გატაცებულების ოჯახებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ლევან ლაფაჩსა და გურამ კოლოტაშვილს ცხინვალში, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის წაუყენებენ ბრალს.

4 ივნისს, ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა ოკუპანტებმა დუშეთის რაიონის სოფელ ძველი ბურღულიდან ოთხი ადამიანი გაიტაცეს, რომელთაგან ერთ–ერთი მე–12 კლასის მოსწავლე იყო.

როგორც „რეგინფოს“ სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა ზურა ბუკურიშვილმა განუცხადა, გატაცებულები სოფლის სიახლოვეს სალოცავში იყვნენ წასული, რა დროსაც შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა დააკავეს.

ისინი 7 ივნისს, ცხინვალის სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 2009-2015 წლებში საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ. „საზღვრის უკანონო“ გადაკვეთის ბრალდებით სულ დაკავებულია საქართველოს 2 481 მოქალაქე. აქედან 840 პირი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისთვის დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]