weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

თუშეთში დაშავებული ქალი ვერტმფრენით თელავის ჰოსპიტალში გადაიყვანეს

14:49 კვირა, 02 სექტემბერი 2018

თუშეთის სოფელ ომალოდან 33 წლის ქალი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ქალი ცხენიდან გადმოვარდა და თავის ტრავმა მიიღო.

როგორც „რეგინფოს“ ჰოსპიტალის დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა უთხრა, დაშავებული კონტაქტურია და ამ დროისთვის ნეიროინტენსიურ განყოფილებაში გამოკვლევები უტარდება. ტრავმის სიმძიმე გამოკვლევების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

დაშავებული ქალი გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეა. ის ომალოში დასასვენებლად იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]