weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ქართველი რეპერები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

12:20 პარასკევი, 09 ივნისი 2017

სამართალდამცავებმა რეპერები Young Mic, იგივე მიშკა მგალობლიშვილი და Kay G, იგივე გიორგი ქებურია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 28 წლის იშკა მგალობლიშვილი და 20 წლის გიორგი ქებურია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არიან დაკავებულები.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცავებმა მიშკა მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გიორგი ქებურიას ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ქებურია დანაშაულს აღიარებს.

მიშკა მგალობლიშვილისთვის წარდგენილ ბრალდებებს მისი მეუღლე ერიკა კოუპლენდი უარყოფს. როგორც ის „რეგინფოსთან“ საუბარში ამბობს, დაკავება ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიას“ ახალი მუსიკალური ვიდეოს გამო მოხდა, სადაც პოლიციელი ჯაჭვზეა გამობმული.

„მიშკა და „ბირჟა მაფიას“ კიდევ ერთი წევრი ოთხშაბათს, ტელეკომპანია „იმედში“ იყვნენ. ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც იქიდან გამოვიდნენ. ცდილობენ დააბრალონ, რომ თან ნარკოტიკი ჰქონდათ, რაც არ არის მართალი. მიშკა ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს. ამგვარ ვითარებაში არასოდეს ყოფილა. პოლიციამ ეს ძალიან კარგად იცის. რეალურად, დაკავება მათი მუსიკალური ვიდეოს გამო მოხდა. მე ქართველი არ ვარ და არ ვიცი, როგორ მუშაობს სისტემა. მას ამ დრომდე ვერ შევხვდი. დიღომში, პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ. ყოველდღე გვეუბნებიან, რომ ერთი ღამის მერე გამოუშვებენ, მაგრამ ამაოდ ველოდებით“, - ამბობს ერიკა კოუპლენდი.

მისივე ინფორმაციით, დაკავებამდე მიშკა მგალობლიშვილს სთხოვდნენ, რომ მუსიკალური ვიდეო Youtube-დან აეღოთ.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]