weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

აფხაზეთში თბილისის დინამოს ყოფილი ფეხბურთელის შვილი გაიტაცეს

18:34 ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018

აფხაზეთში ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელის ვალტერ სანაიას შვილი, ბიზნესმენი გენადი სანაია გაიტაცეს. სოხუმის რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც გენადი სანაიას ეკუთვნის, სოფელ ქვემო ეშერაში იპოვეს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება, ვიდეოჩანაწერების ამოღება და დათვალიერება გამტაცებელთა ვინაობისა და იმ ავტომობილის დადგენის მიზნით, რომლითაც სანაია წაიყვანეს. გამოძიება აფხაზეთის ე.წ. გენპროკურორი პირადად აკონტროლებს.

გატაცებასთან დაკავშირებით კომენტარი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გააკეთა. მისი თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება, ხორციელდება ყველა აუცილებელი ღონისძიება და დარწმუნებულია, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.

გენადი სანაია სოხუმსა და მოსკოვში ცხოვრობს.

ვალტერ სანაია 1940 წლიდან ჯერ ოჩამჩირის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, 1944 წლიდან კი თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი იყო. თამაშობდა მოსკოვის „დინამოშიც“, სადაც 1949 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. 1954 წელს ის კვლავ თბილისის „დინამოში“ დაბურნდა. ვალტერ სანაია 1999 წელს, მოსკოვში გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]