weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„თითქმის მშიერს გვკლავდა“ – თურქეთში დასაქმებულ ქართველებს ხელფასი არ მისცეს

10:39 სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018

თურქეთში, ორდუს პროვინციის დაბა უნიეში სეზონურად დასაქმებულ საქართველოს 28 მოქალაქეს თურქმა დამსაქმებელმა კუთვნილი თანხა არ გადაუხადა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქართველები თხილის შეგროვებაზე რამდენიმე დღე მუშაობდნენ, თუმცა წინასწარ შეთანხმებული ანაზღაურების მიცემაზე მათ უარი უთხრეს.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად თურქულმა მედიამ გაავრცელა. ქართველები დამსაქმებლის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობენ.

„მათხოვრები ხართო. საჭმელს არ გვაჭმევდა. ერთ ნატეხ პურს და პომიდორს გვაძლევდა. იმით ვიკვებებოდით. „ფეჩი“ აგვიყარა და ჭურჭელი დაგვიმალა. ბიჭები ოთახიდან გამოყარა, ტანსაცმელი გამოუყარა და კარი ჩაუკეტა“;

„პურის და მაკარონის მეტი არაფერი გვიჭამია. თითქმის მშიერს გვკლავდა. გვაშინებდა, საღამოობით კარზე გვიკაკუნებდა. საჭმელებს გვიყრიდა“, - ამბობენ საქართველოს მოქალაქეები.

მომხდარს ადასტურებენ ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებიც. მათი თქმით, გენერალური საკონსულოს ჩართულობითა და ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით, დამსაქმებლები გამოიძახეს და საქართველოს მოქალაქეთა მიმართ არსებული დავალიანება მომავალ კვირაში დაიფარება.

გასული წლის სექტემბერში, თურქეთმა უცხოელი მოქალაქეებისთვის ახალი კანონი მიიღო, რაც სოფლის მეურნეობაში, სეზონურად, ლეგალური დასაქმების საშუალებას იძლევა. ყოველწლიურად, სეზონურ სამუშაოზე თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს ათასობით მოქალაქე გადადის. ტრაპიზონის საკონსულოს მონაცემებით, წელს თურქეთის 6 გუბერნიის მხოლოდ ჩაის პლანტაციებში საქართველოს 10 000-მდე მოქალაქე მუშაობს, ათასამდე კი ჩაის ქარხანაშია დასაქმებული.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]