weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებენ - გიორგი მღებრიშვილი

14:37 პარასკევი, 09 ივნისი 2017

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებენ. მინისტრის თქმით, ორ ცდაზე გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურიდან დაითხოვენ.

მინისტრის ინფორმაციით, მისი ინიციატივით შსს-ს აკადემიაში უკვე შემუშავებულია გადამზადების სპეციალური კურსი, რომელსაც თითოეული პოლიციელი გაივლის. კურსი პრაქტიკულ და თეორიული სწავლებას, აგრეთვე ტაქტიკურ მომზადებას გულისხმობს, ბოლო ეტაპი კი საკვალიფიკაციო გამოცდა იქნება.

„კურსის დასრულების შემდგომ ყველა ჩააბარებს გამოცდას სამივე კომპონენტში. ვინც ვერ შეძლებს გამოცდის ჩაბარებას ორ ცდაზე, ბოდიშის მოხდით და მადლობის გადახდით, დავემშვიდობებით. მათ ჩაანაცვლებენ კადრები, რომლებიც არიან ახალგაზრდები, მოტივირებულები, ნასწავლი და რაღა თქმა უნდა გავლილი აქვთ სპეციალური მომზადების კურსი“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

დაგეგმილი რეფორმები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მინისტრმა დედაქალაქისა და რეგიონების საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებთან თათბირზე გააცნო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]