weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თბილისში პუტინის ფონდის დაფინანსებული მედიაფორუმი აქციის ფონზე გაიხსნა

12:51 ოთხშაბათი, 05 სექტემბერი 2018
ფოტო: facebook.com/RussiaIsOccupier/ ფოტო: facebook.com/RussiaIsOccupier/

თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასთან“ რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული „საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმი“ საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა. სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ აქტივისტები მედიაფორუმის მონაწილეებს მუსიკითა და სასტუმროს წინ გაშლილი სუფრით დახვდნენ. მათი თქმით, სწორედ ასე ეგებება საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლებს.

„ეს არის აქცია-პერფორმანსი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სახე, თუ როგორ ემონება რუსეთს, მათი ხელშეწყობით როგორ გაბედეს და საქართველოში პუტინის მონები ჩამოვიდნენ“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

პერფორმანსის პარალელურად ისმოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო შეძახილები - „რუსეთი ოკუპანტია,“ „აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა.“ აქციის მონაწილეებსა და ფორუმის ერთ-ერთ მომხსენებელს, ჟურნალისტ დიმიტრი კოსირევს შორის შელაპარაკებაც იყო. როგორც კოსირევმა თქვა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხს კარგად არ იცნობს, ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს და ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებს.

„ეს ჩემი თემა არაა და არც ფორუმის თემაა. თუ ვინ მოახდინა ვისი ოკუპაცია, ამისთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკითხს კარგად იცნობენ. მე ამას არ ვიცნობ. მზად ვარ ამის შესახებ უფრო მეტი გავიგო. სიამოვნებით გავესაუბრები აქ შეკრებილ ადამიანებს, მოვისმენ მათ აზრს, გავესაუბრები ვინმეს მოსკოვში“, - განაცხადა რუსმა ჟურნალისტმა.

თბილისში „საერთაშორისო სამხრეთ კავკასიური მედიაფორუმი“, რომლის თემა რეგიონში ნდობის განმტკიცებაში მედიის როლია, გუშინ საღამოს უნდა გახსნილიყო, თუმცა იმის გამო, რომ მისი მონაწილეები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო საზღვრიდან უკან გააბრუნეს, ორგანიზატორებმა გეგმა შეცვალეს და ფორუმი დღეს გაიხსნა. მედიაფორუმის ორგანიზატორები რუსული პოლიტოლოგიური ცენტრი „ჩრდილოეთი-სახმრეთი“, პრეს-კლუბი „თანამეგობრობა“ და ქართულენოვანი პრო-რუსული გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ არიან. ღონისძიებაში რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული ტელევიზიების ჟურნალისტები, ასევე აკადემიკოსები მონაწილეობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]