weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სარფის გამშვებ პუნქტში ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

17:21 ოთხშაბათი, 05 სექტემბერი 2018

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში სარემონტო სამუშაოების დროს ხარაჩო ჩამოიშალა და მასზე მდგარი მუშა ჩამოვარდა. მომხდარის შედეგად თურქეთის ორი მოქალაქე - ქალი და მისი 8 წლის შვილიც დაშავდნენ.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბავშვი დედათა და ბავშვთა ცენტრშია მოთავსებული, დაშავებულ ქალსა და მამაკაცს კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობენ. ექიმების თქმით, პაციენტებს სხეულზე საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული მუშა საქართველოს მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო წარმოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]