weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

15:49 პარასკევი, 09 ივნისი 2017

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პირველი მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბესიკ ამირანაშვილი, რომელიც კრიმინალური პოლიციის კურატორის პოზიციას იკავებდა, კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. მის მოვალეობას გიორგი მღებრიშვილი შეასრულებს.

შინაგან საქმეთა მინისტრს არ დაუსახელებია თუ რა გახდა ბესიკ ამირანაშვილის გათავისუფლების მიზეზი.

„დღეიდან პირადად მე ვიქნები კრიმინალური პოლიციის კურატორი, ყველა იმ დეპარტამენტების, რომლებიც რეგიონებსა და თბილისში არსებობს. ასევე, მე ვიქნები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კურატორი,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ბესიკ ამირანაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ 2016 წლის იანვარში დაინიშნა. 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლამდე ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. 2015 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსად. სხვადასხვა დროსი იყო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]