weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2020

საკარმიდამო ნაკვეთებში ფერომონების დამონტაჟება იწყება

21:22 სამშაბათი, 28 აგვისტო 2018 hits 403

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება. მავნებლის წინააღმდეგ წამლობის შემდეგი ეტაპის დაწყებამდე საკამიდამო ნაკვეთებში ფერომონიანი დამჭერების დამონტაჟება იწყება, რაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ბაღლინჯოს მოზიდვას შეუწყობს ხელს, შემეგ კი ეს ადგილები თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება. წამლობა მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი განმარტავს, რომ ამ ღონისძიებების შედეგად აზიური ფაროსანას რაოდენობა შემცირდება და გამოსაზამთრებლად საცხოვრებელ სახლებში შედარებით ნაკლები ინდივიდი გადაინაცვლებს.

„აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. ახლა გადავდივართ შემდგომ ფაზაზე, რაც გულისხმობს დასახლებულ პუნქტებში, გზებთან ახლოს ფერომონიანი დამჭერების განთავსებას, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტულ ადგილებზე მავნებლის მოზიდვას და მათი კონცენტრაციის გაზრდას. შემდეგ მოვახდენთ თერმონისლის ტექნოლოგიით დამუშავებას. გატარებული ღონისძიებების შედეგად შემცირდება მავნებლის რიცხოვნობა და შედარებით ნაკლები ინდივიდები წავლენ მოსაზამთრებლად სახლებსა და სხვადასხვა თავშესაფრებში“, - ამბობს ნიკოლოზ მესხი.

ფერომონების დამონტაჟებისა და წამლობის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა აბაშაში, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში  სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონების სოფლის რწმუნებულებს მიაწოდეს.

„რწმუნებულებს მიეწოდათ ინფორმაცია, როგორ მოხდება ფერმონების გადანაწილება სოფლების ტერიტორიებზე, როგორ მოხდება წამვლითი ღონისძიებების ჩატარება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ აქტიურად გავაგრძელოთ მუნიციპალიტეტების თერმონისლით დამუშავება და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა უფრო აქტიურად იყოს ჩართული“, - განაცხადა საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ.

ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარე წლის აპრილიდან დღემდე 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელში ჩატარდა. თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 433 450 ათასი ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით –  32 ათასამდე  ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით (ცივი შესხურებით) – 55 ათასზე მეტი  ჰექტარი; დიდი წარმადობის აეროზოლური გენერატორით – 11 391 ჰა.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]