weather cur horoscope tv
იანვარი 26, 2020

„ბირჟა მაფიის“ წევრები კლიპის გამო დასაჯეს - ადვოკატი

21:37 პარასკევი, 09 ივნისი 2017 hits 1448

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული რეპერის, მიშკა მგალობლიშვილის ადვოკატი კახა ცნობილაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დასაჯეს იმ მუსიკალური ვიდეოს გამო, სადაც მუხლებზე მდგარი და ყელზე თოკშებმული პოლიციელია ნაჩვენები.

ადვოკატის ინფორმაციით, კლიპის პირველი ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ რეპერებს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიდეოთი ძალიან განაწყენდნენ.

„ამ კლიპის პირველი ვარიანტი (რომელიც მაყურებელს არ უნახავს) როდესაც გავიდა, მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ძალიან განაწყენდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და რომ საერთოდ არ უნდა გაეშვა აღნიშნული კლიპი. მან გამონახა დიპლომატიური გზა. არც ის უნდოდა, რომ კლიპი დაედო თაროზე და არც ის, რომ მისით განაწყენებულიყვნენ. ამიტომ დაფარა ის მომენტი, სადაც პოლიციელს ჯაჭვი უკეთია და შემდეგ ძვალს აწვდიან და ისე გაუშვა ინტერნეტში. ამის მიუხედავად, ბრალდებული აცხადებს, რომ ეს მიიღეს ძალიან შეურაცხმყოფელად და ამიტომაც დასაჯეს“, - განაცხადა ადვოკატმა კახა ცნობილაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუმორისტული-სატირული ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ წევრებს, რეპერებს მიშკა მგალობლიშვილსა (Young Mic) და გიორგი ქებურიას (Kay G) წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რეპერები პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცავებმა მიშკა მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გიორგი ქებურიას ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]