weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2019

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გაამართლეს

22:23 პარასკევი, 09 ივნისი 2017 hits 1154
დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა ფოტო © ირაკლი ძნელაძე

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც პროკურატურა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

22 წლის დემურ სტურუამ 2016 წლის 7 აგვისტოს, სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობამდე დატოვებულ წერილში სტურუა წერდა, რომ პოლიციელი გოდერძი თევზაძე მასზე ზეწოლას ახორცილებდა, რაც მისი თვითმკვლელობის მიზეზი გახდა.

წერილის მიხედვით, პოლიციელი დემურ სტურუას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში. დემურ სტურუას წერილის ბოლოში მიწერილი აქვს "დედა, დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა".

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გოდერძი თევზაძეს ბრალი 29 აგვისტოს წაუყენა. პოლიციელი მიმალვაში იმყოფებოდა და პროკურატურას მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ის პროკურატურას 13 სექტემბერს ჩაბარდა.

სასამართლოში გოდერძი თევზაძის საქმის არსებითი განხილვა 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]