weather cur horoscope tv
დეკემბერი 11, 2019

სამართალდამცავების უპატივცემულობა სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია - ჯეჯელავა

20:05 შაბათი, 10 ივნისი 2017 hits 1035

"ბირჟა მაფიის" წევრების დაკავებას საქართველოს ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გამოეხმაურა. ჯეჯელავას მიაჩნია, რომ პოლიციელის გაშარჟება სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ის მუსიკალური ვიდეოს გამო რეპერების დაკავების ვერსიას არასერიოზულს უწოდებს.

"ამ ხალხმა თუ დაარღვია კანონი, ამ შემთხვევაში მათ პასუხი უნდა აგონ. მეორე მხრივ ის, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ დააკავეს იმიტომ, რომ კლიპში რაც გამოხატეს, ჩემი აზრით, საშინელებაა. იმასაც ვიტყვი, რომ ასეთი უპატივცემულობა სამართალდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. მე პირადად ასე ვფიქრობ, თუმცა ამისთვის მათ პასუხს ვერ აგებინებდნენ. საუბარი იმაზე, რომ კანონი დავარღვიე, მაგრამ რაღაც სხვა მიზეზით მაგებინეს პასუხი, ვფიქრობ, არასერიოზულია", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

სამართალდამცავებმა იუმორისტული-სატირული ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ წევრები მიშკა მგალობლიშვილი (Young Mic) და გიორგი ქებურია (Kay G) რამდენიმე დღის წინ დააკავეს. შსს-ს მიერ 10 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეპერები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე არიან დაკავებულები.

"სამართალდამცავებმა მიშკა მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გიორგი ქებურიას ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს", - აცხადებენ შსს-ში.

თავად რეპერები აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ მათი დაკავების მიზეზი მუსიკალური ვიდეოა, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. მიშკა მგალობლიშვილმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ დაკავების დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ მას ეკუთვნოდა.

9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]