weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თუშეთის გზის გახსნის შესახებ დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა

10:22 კვირა, 11 ივნისი 2017
თუშეთის გზის გახსნის შესახებ დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა ფოტო © გოგა ჩანადირი, Mtisambebi.ge

ერთ–ერთმა საინფორმაციო სააგენტომ 10 ივნისს, საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თუშეთის გზა დღეს გაიხსნებოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„კლდის აფეთქებითი სამუშაოები დავამთავრეთ. უკვე გზაშია დიდი ტრაქტორი, რომელიც დღეს საღამოს ჩავა აგილზე და გზის გაწმენდა–გაფართოებას დაიწყებს. 3 დღე მაინც დასჭირდება ამ სამუშაოებს. ამავე დროს, ტბაში ხელოვნური ყრილებით გზის შეერთებას ვაგრძელებთ. 3 დღის შემდეგ სავარაუდოდ მეცხვარეები და მესაქონლეები უკვე შეძლებენ ცხვრის ფარებისა და საქონლის თუშეთში გადარეკვას. სამანქანე გზა ჯერ არ იქნება. დაგეგმილი გვაქვს, რომ გზა 25 ივნისისთვის უკვე უნდა გაიხსნას ავტომობილებისთვის. შესაძლოა, რამდენიმე დღით ადრეც გავხსნათ. ვნახოთ, ამინდი ხელს როგორ შეგვიწყობს“, – უთხრა „რეგინფოს“ შპს „გერალის“ წარმომადგენელმა ტარიელ წიკლაურმა, რომელიც თუშეთის გზაზე გაწმენდით სამუშაოებს ხელმძღვანელობს.

თუშეთის გზის მოვლა–პატრონობას 2017 წლიდან 2020 წლის 1 იანვრამდე შპს „გერალი“ ახორციელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გზის მიმდინარე და პერიოდული სამუშაოებისთვის 1 236 791 ლარს უხდის.

თუშეთის გზა ყოველ წელს 15–20 მაისისთვის იხსნება ხოლმე, მაგრამ წელს, გზის 56-ე კილომეტრზე, უღელტეხილს იქით, სოფელ ხისომდე, ზამთარში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც 8–10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა, მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა და დიდი რაოდენობით წყალი დაგუბდა.

თუშეთში მდებარე საოჯახო სასტუმროების მეპატრონეების თქმით, წელს თუშეთი ტურისტული სეზონის ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას. ადგილობრივები დამეწყრილ მონაკვეთამდე ავტომობილებით მიდიან, შემდეგ ტბას ნავით გადაცურავენ და მეორე მხრიდან თუშეთის სოფლებამდე გზას მანქანით, ცხენებით ან ფეხით აგრძელებენ.

მეწყერისგან წაღებული გზა ნახევრადმოწყვეტილი მთის ძირში, ხელოვნური ყრილებით გაჰყავთ. თუშეთის გზა წელს იმაზე საშიში იქნება, ვიდრე გასულ წლებში. საფრთხის თავიდან ასაცილებლად გზების დეპარტამენტი მეწყრულ მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმის დაწესებას გეგმავს. ინტენსიური წვიმების დრო თუშეთის გზას დაკეტავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]