weather cur horoscope tv
იანვარი 27, 2021

მე ვიქნები მარიხუანას შესახებ საინფორმაციო კამპანიის სათავეში - ზურაბიშვილი

16:20 კვირა, 16 სექტემბერი 2018 hits 2021

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის მზად არის გაუძღვეს საინფორმაციო კამპანიას და მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს.

„ჩვენი ახალგაზრდები უნდა იყვნენ დაცული. მოვიარე რეგიონები და მოვისმინე დედების მღელვარებას ამ საკითხზე. ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ზუსტი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას და მე ვიქნები ამ საინფორმაციო კამპანიის სათავეში. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები და მათი ჯანმრთელობა, მე ამაში სრულიად ვეყრდნობი საპატრიარქოს. როგორი იქნება, ამაზე უნდა ვიმუშაოთ ერთად. ეს არ არის დაპირისპირების საკითხი ნამდვილად, არავის შორის. ეს არის ჩვენი საერთო მომავალი. უნდა მიიღონ ახალი კანონი, რეგლამენტაცია აუცილებელია“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მომავალი სასესიო კვირიდან პარლამენტი განიხილავს მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მოხმარებას შეეხება. კობახიძის განმარტებით, მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა მაშინ დაიწყება, როდესაც საზოგადოება მეტად იქნება ინფორმირებული. მისივე თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები საპატრიარქოსთანაც გაიმართება.

სადაო კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. შსს-ს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. კანაფის მოყვანა-წარმოება სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ​ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის შეფასებით, კანონის მიღების შემდეგ, ორი-სამი წლის განმავლობაში, საქართველოს „თავისუფლად შეუძლია ავიდეს მილიარდი ლარის კანაფის ექსპორტზე, რაც ქართული ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

მთავრობის ინიციატივას სასულიერო პირები ეწინააღმდეგებიან. კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, ეს საქმიანობა კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს, რადგან მისი გაკონტროლება შეუძლებელი იქნება. ქადაგებისას პატრიარქმა ნარკომანიის გავრცელების საფრთხეზეც მიუთითა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]