weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

სოსო ოსორაულის მხარდამჭერ აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

14:06 კვირა, 11 ივნისი 2017
სოსო ოსორაულის მხარდამჭერ აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს ფოტო © საზოგადოებრივი მაუწყებელი

კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის, სოსო ოსორაულის გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე ორი ადამიანი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულებმა აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის მისვლა გააპროტესტეს, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და „ქვეყნის გამყიდველი“ უწოდეს.

„კოდორის ხეობის დამბომბველი და სვანეთის მტერი ვინც იყო, გია ბარამიძე, რომელიც მოვიდა, მივედით და ვუთხარი რა ნამუსით მოხვედი სოსო ოსორაულის აქციაზე, რომელსაც დაავალა კოდორის ხეობის დაბომბვა და ეს ბრძანება სოსო ოსორაულმა არ შეასრულა და ქართული სოფლები არ დაბომბა, მობრუნდა უკან და ამის გამო დიდი პრობლემები ჰქონდა“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდაღღვევის კოდექსის 166-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 100 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში მყოფი ქართველი სამხედრო მფრინავის სოსო ოსორაულის გათავისუფლების მოთხოვნით, თუშები, თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას 11:00 საათიდან მართავენ. აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეუერთდნენ.

ამ წუთებში სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე ხვდება.

41 წლის სოსო ოსორაული 27 იანვრის შემდეგ კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია. 24 მაისს, ზვიად გონაძემ განაცხადა, რომ კონგოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და სამწუხაროდ, შესაძლოა, იოსებ ოსორაულიც იყოს მათ რიცხვში.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტრომ ამ ინფორმაციის მიღებისთანავე მისი დადასტურება სთხოვა კონგოს მთავრობას, გაეროს, წითელ ჯვარს, მაგრამ არცერთი მხარისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.

რამდენიმე დღის წინ, ტყვეობაში მყოფი სოსო ოსორაულის ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის ოჯახის წევრებს მიმართავს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა განაცხადა, რომ ვიდეომასალა რამდენიმე თვის წინ წინანდელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]