weather cur horoscope tv
დეკემბერი 11, 2019

სოსო ოსორაულის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირები სასამართლომ გაათავისუფლა

16:36 კვირა, 11 ივნისი 2017 hits 1166

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სოსო ოსორაულის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირები საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან ერთ-ერთს 100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, მეორე დაკავებული კი სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გათავისუფლდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სოსო ოსორაულის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე ორი პირი დააკავეს. მათ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ბარამიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამცავებმა აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]