weather cur horoscope tv
იანვარი 21, 2021

ნინოწმინდაში სლოტ კლუბის დაყაჩაღების საქმეზე 24 წლის მამაკაცი დააკავეს

11:24 ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018 hits 779

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ტ.ე. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა 22 სექტემბერს, ნინოწმინდის ცენტრში მდებარე სლოტ კლუბ „ვულკანის“ ოპერატორს პისტოლეტის მუქარით ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„პოლიციამ ტ.ე. მომხდარიდან რამდენიმე წუთში ნინოწმინდაში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას გატაცებული თანხა, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი, ტეტეს სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - განაცხადეს შს სამინისტროში.

მათივე ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]