weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„პალიტრა მედიას“ სტამბაში პროკურატურა შევიდა

16:37 სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018

მულტიმედია ჰოლდინგ „პალიტრა მედიას“ ინფორმაციით, მათ სტამბაში (შპს კოლორპაკი) 24 სექტემბერს მთავარი პროკურატურის გამომძიებლები შევიდნენ და სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მოითხოვეს 2014 წლის იანვრიდან 2018 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და კორესპონდენცია (დედანი).

„პალიტრა მედიის“ განცხადებით, გამოძიების (საქმე N 074210818803) დაწყების მიზეზი მათთვის უცნობია და გაუგებარია, რას ემსახურება, რა აუცილებლობით არის განპირობებული კომპანიიდან დოკუმენტაციის ძირფესვიანად ამოღება.

„გადავწყვიტეთ გადავცეთ პროკურატურას მოთხოვნილი მონაცემები, ვინაიდან, როგორც წლების წინ, წინა ხელისუფლების პერიოდში, 2011 წელს, პალიტრა მედიას ტოტალური შემოწმებისას ვიყავით დარწმუნებული ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობაში, რაც მაშინ შემოწმების შედეგებმაც დაადასტურა, ახლაც ზუსტად ისევე ვართ საკუთარი ქმედებების კანონიერებასა და გამჭვირვალობაში დარწმუნებულნი. პროკურატურას ყველა დოკუმენტის დედანი გადაეცემა  მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ მიერ უახლოეს დღეებში გაკეთდება მათი ასლები და მოხდება თითოეულის ნოტარიული დამოწმება“, - ნათქვამია „პალიტრა მედიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, ყურადღებით დააკვირდებიან ამ პროცესს და ყოველი ახალი დეტალის შესახებ საზოგადოებას სრულ ინფორმაციას მიაწვდიან.

„პალიტრა მედია“ აერთიანებს 3 ყოველკვირეულ გაზეთს, 3 ყოველკვირეულ ჟურნალს, 8 პერიოდულ ჟურნალს, 20-ზე მეტ ინტერნეტპორტალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოსა და ლიტერატურის საგამომცემლო სახლს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]