weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„პალიტრა მედიაში“ შესვლა ბიუჯეტის თანხების შესაძლო გაფლანგვას უკავშირდება – პროკურატურა

22:47 სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018

მთავარი პროკურატურის განცხადებით, „პალიტრა მედიასსტამბაში (შპს კოლორპაკი“) პროკურატურის წარმომადგენლების შესვლა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

პროკურატურის ცნობით, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „კოლორპაკმა“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 1 600 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი მიიღო. კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივი თანადაფინანსება 24 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„კრედიტის გაცემისა და შემდგომში მისი ხარჯვის მონიტორინგის მექანიზმების შესწავლის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გასცა განჩინება შპს „კოლორპაკის“ სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ამოღების თაობაზე. სასამართლოს განჩინება კომპანიას შესასრულებლად ჩაბარდა მიმდინარე წლის 24 სექტემბერს. აქვე, აღვნიშნავთ, რომ კომპანიიდან „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით მიღებულ თანხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამოღება მიზნად ისახავს მხოლოდ ამ კონკრეტული პროგრამით მიღებული თანხების ხარჯვის მონიტორინგის შესწავლას და შპს „კოლორპაკს“ არ ეზღუდება საქმიანობის შესაძლებლობა“, - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]