weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

13:01 ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის იხდის სასჯელს, საქართველოს პრეზიდენტმა არ შეიწყალა. ადვოკატებმა მამალაძის შეწყალების თხოვნით გიორგი მარგველაშვილს 2018 წლის 9 აგვისტოს მიმართეს.

როგორც შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა, კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზეც იმსჯელა, მაგრამ ერთსულოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

„გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავდა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი. ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ ¾ და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ, ანუ ყველამ, ვინც ესწრება კომისიის სხდომას. საქმის განხილვის დროს სრული კონსენსუსი ვერ შედგა და შესაბამისად, კომისიამ პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზიარა“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 111 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიამ სულ 866 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 5 სექტემბერს მიუსაჯეს. განაჩენი სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. დეკანოზი დანაშაულს არ აღიარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]