weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 3 ოქტომბრიდან დაიწყება

21:06 ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 3 ოქტომბერს დაიწყება და 19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ისწავლონ ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ პირს (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს), რომელსაც აქვს ზოგადი საბაზო განათლების (9 კლასი) დამადასტურებელი დოკუმენტი. პროგრამებზე რეგისტრაციის ასაკი შეზღუდული არ არის.

რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. პროფესიული ტესტირების გავლა შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შესაძლებელი იქნება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ონლაინ - ვებგვერდზე: vet.emis.ge

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]