weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ხალხის ნაკადის გამო თბილისის იუსტიციის სახლი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

18:47 პარასკევი, 28 სექტემბერი 2018

თბილისის იუსტიციის სახლი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული და მომხმარებელს 22:00 საათამდე მიიღებს. სამინისტროს განმარტებით, მომხმარებლებმა არ გამოიყენეს ვადები, რომლებიც შესაბამისი მომსახურების მისაღებად ჰქონდათ მიცემული და მხოლოდ დღეს მიმართეს იუსტიციის სახლს, რამაც ნაკადების მკვეთრად ზრდა გამოიწვია.

გადაჭარბებული ნაკადები იუსტიციის სახლში ორი კონკრეტული სერვისითაა განპირობებული, რომელთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება. აღნიშნული სერვისებია - ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია.

„მომხმარებლის დიდმა უმრავლესობამ იუსტიციის სახლს სწორედ სერვისის გაცემის ბოლო დღეს მიმართა. იუსტიციის სახლი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომხმარებლის ნაკადი მართოს, თუმცა რეკორდული ოდენობის გამო, ცხადია მომსახურების დრო საგრძნობლად გაზრდილია. ვთხოვთ მომხმარებელს სიმშვიდესა და თანამშრომლობას, რადგან როგორც იუსტიციის სახლის პერსონალი, ასევე მომხმარებელი არაორდინალურ ვითარებაში ვიმყოფებით. ჩვენ ყველა ძალას ვხმარობთ იმისათვის, რომ არცერთ მომხმარებელს პრობლემა არ შეექმნას“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

16:00 საათის მდგომარეობით იუსტიციის სახლი 7000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა, მათგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისებზე 2263 მომხმარებელს, ხოლო ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღების მიმართულებით 753 მომხმარებელს. ამჟამად, საჯარო რეესტრის სერვისების მიმართულებით რიგს კიდევ 2073 მომხმარებელი ელოდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]