weather cur horoscope tv
დეკემბერი 10, 2019

სასამართლომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 250 ლარით დააჯარიმა

20:16 ორშაბათი, 12 ივნისი 2017 hits 998

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი 250 ლარით დააჯარიმა, ხოლო პარტიის წევრის, რეზო ხარაზის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყვნენ დაკავებულები, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, მოსამართლე ლაშა თავართქილაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„მოსამართლის გადაწყვეტილება ვფიქრობ, უსამართლო იყო იმიტომ, რომ ზუსტად ანალოგიურ შემთხვევაში 5 თებერვალს გამამართლა. თუმცა, როგორც ჩანს, დღეს მოსამართლემდე მოვიდა ბიძინა ივანიშვილის მითითება, რომ აუცილებლად დავეჯარიმებინე“, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა.

ელგუჯა ბაგრატიონი და რეზო ხარაზი 6 ივნისს, ჩაქვში მაშინ დააკავეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის კომპანია „ზიმოს“ ასწლოვანი ხე გადაჰქონდა. ისინი კომპანიის წარმომადგენლებს ხის ტრანსპორტირების ნებართვის წარდგენას სთხოვდნენ.

ელგუჯა ბაგრატიონი ხეების ტრანსპორტირების დროს ადმინისტრაციული წესით უკვე მესამედ იყო დაკავებული. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]