weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბარისახოს, შატილის და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება

16:29 სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, სოფელ ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება, რაც სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს განათლების დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ბატიაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა პანსიონებმა, სადაც 27 ბავშვი ცხოვრობდა, სააღმზრდელო საქმიანობის სავალდებულო ლიცენზია ვერ მოიპოვეს და მუშაობა დროებით შეუჩერდათ.

„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე უწყვეტი განათლების მიწოდება თითოეული მოსწავლისთვის. სწორედ ამიტომ ზემოთ აღნიშნული პანსიონები სამინისტროს სამართლებრივ და სამეთვალყურეო რეგულაციაში მოექცევიან“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

სამინისტროში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ახლო მომავალში შემუშავდეს პოლიტიკა ზოგადი განათლების მიღებისთვის აუცილებელი სპეციალური სკოლა-პანსიონების მიმართულებით.

 

ამ თემაზე წაიკითხეთ:

ფშავ-ხევსურეთში 27 ბავშვი სკოლის გარეშე დარჩა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]