weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სიღნაღის რაიონში ოთხი სოფელი დაისეტყვა

11:13 სამშაბათი, 13 ივნისი 2017

სიღნაღის რაიონში სოფლები ვაქირი, საქობო, მაშნაარი და ანაგა დაისეტყვა. სოფლებში გამგებლის წარმომადგენლების ინფორმაციით, განადგურებულია ხორბლის და მზესუმზირის ყანები, ვენახები, ბოსტნეული და ხეხილი.

როგორც ადგილობრივებმა „რეგინფოს“ უთხრეს, სეტყვა 12 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე მოვიდა. მათივე ცნობით, სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა სეტყვის დაწყებისთანავე გაისროლეს, თუმცა სტიქიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

„სეტყვა 5-10 წუთი გაგრძელდა. მას თან ძლიერი ქარი ახლდა. სოფელ ვაქირში დაისეტყვა ხორბლის და მზესუმზირის ყანები. ზარალის მოცულობა 5-დან 30%-მდეა. დანარჩენ სამ სოფელში განადგურებულია ბოსტნეული - კიტრის, პომიდვრისა და გოგრის ბაღები. დასეტყვილია ხეხილიც. საქობოში განადგურდა 100 ჰექტარამდე ვენახი. წელს სოფელი ვაქირი და მაშნაარი პირველად დაისეტყვა. დანარჩენი ორი სოფელი კი სეტყვამ უკვე დააზარალა“, - უთხრა „რეგინფოს“ სოფელ ვაქირში გამგებლის წარმომადგენელმა ილია ხატიაშვილმა

მისივე ინფორმაციით, ამჟამად დასეტყვილ სოფლებში ზარალს ითვლიან.

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მართავს, 1-ლი აპრილიდან მუშაობს და ოფიციალური ინფორმაციით, სეტყვასაშიში ღრუბლების გასანეიტრალებლად რაკეტებს ისვრიან. „დელტას“ განცხადებით, კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა 600 ათას ჰექტრს იცავს. მიუხედავად ამისა, ორ თვეში რეგიონში 30-მდე სოფელი დაისეტყვა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]