weather cur horoscope tv
იანვარი 21, 2021

ხორხში პენსიონერისთვის 9000 ლარის გატაცების ბრალდებით 23 წლის ბიჭი დააკავეს

11:44 შაბათი, 06 ოქტომბერი 2018 hits 859

დუშეთის პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ ხორხში 76 წლის პენსიონერის დაყაჩაღების ბრალდებით, 23 წლის დ. ჟ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 1942 წელს დაბადებული ს. წ.-ს საცხოვრებელ სახლს ყაჩაღურად დაესხა თავს, რის შემდეგაც სახლის მეპატრონეს სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით 9000 ლარი გასტაცა.

„პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - განაცხადეს შსს-ში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]