weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქვემო ქართლში ძროხების მოპარვის საქმეზე 3 პირი დააკავეს

12:03 კვირა, 07 ოქტომბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო ორ კვირაში, ქვემო ქართლში 38 ძროხის ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, ორი კი დანაშაულში ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1975 წელს დაბადებულმა, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ნ.ნ.-მ რუსთავში მდებარე ფერმიდან 12 ძროხა მოიპარა. სამართალდამცველებმა იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

1988 წელს დაბადებული ტ.მ. და 1988 წელს დაბადებული კ.ს. კი პოლიციამ მოპარული ძროხების რეალიზაციის დროს დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დმანისში 10 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოიპარეს.

სამართალდამცველებმა დმანისში 11 სული ძროხის ქურდობის ფაქტზე ამხილეს 1988 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ს.ჩ. ასევე, მარნეულში, 5 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობის ფაქტზე ამხილეს 1973 წელს დაბადებული ა.ჰ., რომელიც წარსულში ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.

პოლიციამ ხუთივე პირის მიერ მოპარული 38-ვე ძროხა მეპატრონეებს დაუბრუნა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]