weather cur horoscope tv
დეკემბერი 11, 2019

ქეთი მელუას, ნიკოლოზ რაჭველს და კიდევ 13 ადამიანს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

10:08 ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018 hits 585
ფოტოზე ლანა ღოღობერიძე ფოტოზე ლანა ღოღობერიძე

„თბილისობა 2018“ თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით დასრულდა. საპატიო თბილისელი წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 15 ადამიანი გახდა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, საპატიო თბილისელის წოდება ენიჭებათ ადამიანებს, რომლებსაც დედაქალაქისა და საქართველოს წინაშე განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით.

„39-ე წელია, რაც ჩვენი დედაქალაქი „თბილისობას“ აღნიშნავს. მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, ის განსაკუთრებული სითბო, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, რაც აქ ტრიალებს, მთელი წლის განმავლობაში იგრძნობოდეს ჩვენს ქალაქში. თბილისი მდიდარია თავისი ისტორიით, მრავალფეროვანი კულტურით, რითაც სამართლიანად ვამაყობთ. ასევე, მდიდარია წარმატებული ადამიანებით, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ჩვენი ქალაქის, ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მის განვითარებასა და წინსვლაში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

საპატიო თბილისელის წოდება მიიღეს ფილოლოგმა და რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ, კოსმოსური ობიექტების კონსტრუქტორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა, ჯაზშემსრულებელმა გიული ჩოხელმა, მოცეკვავე და ქორეოგრაფმა თენგიზ უთმელიძემ, ავტოინჟინერმა გაიოზ კანდელაკმა, არქიტექტურის მკვლევარმა მაია მანიამ, ონკოლოგმა კონსტანტინე მარდალეიშვილმა, გეოლოგმა ნოდარ ცერცვაძემ, ექიმმა ვლადიმერ კახაძემ, პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურიმ, მომღერალმა ქეთი მელუამ, მოცეკვავე და ბალეტმაისტერმა მიხეილ ბარიშნიკოვმა, დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ, კომპოზიტორმა და პიანისტმა ნიკოლოზ რაჭველმა.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალაკონცერტი რევაზ ლაღიძის ცნობილი სიმღერით „თბილისო“ და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]