weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ექიმი, რომელმაც ზურაბიშვილს 20 ათასი შესწირა, ხმას მას არ აძლევს

18:33 ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018

ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკოლოზ კინტრაია, რომელმაც ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 20 000 ლარი შესწირა, ამბობს, რომ არჩევნებზე ხმას მას არ აძლევს. ამის შესახებ კინტრაიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მეგობარი და ჩემთვის ძვირფასი ადამიანი დამიკავშირდა, ისინი, ვისაც ჩემზე გული შეტკივა და მაფასებს. მათ შორის ისეთებიც, ძალიან დიდი ხანი რომ არ მინახავს. მათი შეკითხვები გავაერთიანე და მინდა, ყველას ერთად ვუპასუხო:

  1. პრეზიდენტის არჩევნებზე ვაპირებ მისვლას? - ვაპირებ.
  2. ხმას სალომე ზურაბიშვილს ვაძლევ? - არა.
  3. ვის მივცემ ხმას? - დაველოდები საარჩევნო კომპანიის დამთავრებას და მერე გადავწყვეტ. ჯერ დრო ბევრია.
  4. ამას გულწრფელად ვამბობ? - დიახ.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ სტატუსს ჩემი მეგობრებისთვის ვწერ. გამგები გაიგებს. ვინც ვერ გაიგებს კიდევ, ყველას შეგეწიოთ უფალი“,- წერდა ნიკოლოზ კინტრაია Facebook-ის პირად გვერდზე. პოსტი, რომელიც საჯარო იყო, ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის.

ნიკოლოზ კინტრაიამ სალომე ზურაბიშვილს 20 000 ლარი 3 ოქტომბერს შესწირა. 2017 წელს მან ქართულ ოცნებას 40 000 ლარი გადაურიცხა, 2016 წელს კი 60 000 ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]