weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2019

ვეტერანების საქმეთა სამსახური სოსო ოსორაულის დატყვევების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

15:58 სამშაბათი, 13 ივნისი 2017 hits 1260

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, პოლკოვნიკ იოსებ ოსორაულის კონგოს რესპულიკაში დატყვევების გამო. სამსახურის განცხადებით, ქვეყნისთვის და უწყებისთვის ძვირფასია თითოეული ვეტერანი, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, უწყების კომპეტენციის ფარგლებში მზადაა იოსებ ოსორაულის ტყვეობიდან დასახსნელად ითანამშრომლოს ყველა სამთავრობო სტრუქტურასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ასევე გაუწიოს საჭირო დახმარება დატყვევებული მფრინავის ოჯახს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით ვეტერანი იოსებ ოსორაული უვნებლად დაუბრუნდება სამშობლოს და ოჯახს.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]