weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„ინტერVIEW“ და „წითელი ზონა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა

17:19 სამშაბათი, 13 ივნისი 2017

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „რადიო თავისუფლების“ ერთობლივი სატელევიზიო პროექტები - გოგი გვახარიას „წითელი ზონა“ და სალომე ასათიანის „ინტერVIEW“ მაუწყებლის ეთერში აღარ გავა.

საზოგადოებრივი მაუწყებელის განცხადებით, ამის შესახებ შეტყობინება „რადიო თავისუფლებას“ 5 ივნისს გაეგზავნა. მათივე განმარტებით, ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემის „ინტერVIEW“ დამზადების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება 2017 წლის 10 ივლისიდან შეწყდება, ხოლო „წითელი ზონას“ დამზადების შესახებ ხელშეკრულება - 2017 წლის 17 ივლისიდან. აღნიშნული ხელშეკრულებები 2015 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა.

7 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ მაუწყებლის დებულებაში ცვლილებების პროექტს დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვითაც არსებული გადაცემები მაუწყებლის ეთერში 2017 წლის 17 ივლისამდე დარჩება, ახალი სეზონისთვის კი გადაცემები კონკურსის გზით შეირჩევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]