weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

იორმუღანლოში ცხვრის დახოცვაში უცხოელ ინვესტორს ადანაშაულებენ

23:38 ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ცხვარი იხოცება. მეცხვარეები ვარაუდობენ, რომ პირუტყვი განზრახ მოწამლეს.

მეცხვარეების თქმით, მთიდან ჩამოსვლისთანავე, ერთ დღეში 50 ცხვარი დაიხოცა, 150-მდე კი მოწამლულია. ისინი ცხვრის მოწამვლას ირანელ ინვესტორს უკავშირებენ, რომელთანაც რამდენიმე თვეა საძოვრის გამო დაპირისპირებულები არიან.

„იორმუღანლოს გარშემო ირანელ ბიზნესმენს შესყიდული აქვს ნაკვეთი. მოსახლეობის ადგილი უკვე აღარ არის. გზა იყო ჩაკეტილი და ჩვენ გავხსენით, რომ მოსახლეობამაც ისარგებლოს. ეხლა ამის წინააღმდეგ წამალი გაშალეს. ფაქტი გვაქვს, რომ წამალი გაშალეს“, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები მეჰემედ ქერიმოვი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]