weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ხაშურში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

10:32 ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 1983 წელს დაბადებული ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი, 1976 წელს დაბადებული ი.ც. დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს.

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „კურიერი“, 10 ოქტომბერს, რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა რეპორტაჟს, როდესაც ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ჯერ მიკროფონი წაართვეს და გადაღებული ვიდეომასალის წაშლა მოსთხოვეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კი, ქვებით შეიარაღებულმა პირებმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ვიდეომასალის წაშლის მიზნით კამერა წაართვეს. „კურიერის“ ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ ჩაკეტილი. „რუსთავი 2“-ის ცნობით, ჟურნალისტებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]