weather cur horoscope tv
მაისი 25, 2020

საზოგადოება

79 ხმით არცერთის წინააღმდეგ - პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საპატრიარქოს აძლევს უფლებას, ეკლესია-მონასტრების გარშემო 20 ჰექტარი ტყე იყიდოს და დაიკანონოს. 

სტომატოლოგიური მომსახურება 20 დან 30 ლარამდე ძვირდება. იმ სტომატოლოგიურ კლინიკებს, რომლებსაც ხვალიდან, 23 მაისიდან, მუშაობის უფლება მიეცემათ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების დასაკმაყოფილებლად გარკვეული ხარჯების გაწევა უწევთ. რეგულაციებით მოთხოვნილი ეკიპირება…

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ კარანტინიდან გაქცეულ კურსანტებს დისციპლინარული სანქციები დაეკისრებათ. უკვე მზადაა სასწავლებლიდან მათი გარიცხვის ბრძანება. ინფორმაციას გამოცემა „ეხო კავკაზა“ ცხინვალის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.  

„ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, კარგად ცნობილი შეზღუდვა, ერთ ავტომობილში 3 ადამიანის რაოდენობით, გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი…

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შატილში სკოლა-პანსიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. ყოფილი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 550 კვადრატულ მეტრზე 2-სართულიანი შენობა აშენდება, რომელიც 20 მოსწავლეზეა გათვლილი.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად კომენდანტის საათი, თუმცა, ვირუსი არსად წასულა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისი-რუსთავის და რუსთავი-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება და იქ თბილისის მერიის მიერ ბოლო პერიოდში შესყიდული ახალი ავტობუსები იმოძრავებს.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების კანონში ცვლილებების შეტანას, რომლითაც შესაძლებელი ხდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ტყის მასივი საკუთრებაში გადაეცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, იმერეთის, შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული…

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ნ.შ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]