weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ვიღაცებს იმედი აქვთ, რომ ეს არჩევნები არასტაბილურ სიტუაციაში გადავა – ზურაბიშვილი

16:08 პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვიღაცებს იმედი აქვთ, რომ 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები არასტაბილურ სიტუაციაში გადავა და ამისთვის საზღვარგარეთიდან ემზადებიან კიდეც.

როგორც ზურაბიშვილმა ხაშურში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე აღნიშნა, მრავალეროვნება საქართველოს სიძლიერეს და სიმდიდრეს ქმნის, თუმცა ის დაშლის საფუძველი არ უნდა იყოს.

„ჩვენ ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენს ირგვლივ ძალიან რთული რეგიონია. ერთი ვიცით, ვინც არის ჩვენი ორი ტერიტორიის ოკუპანტი, მაგრამ ასევე, რთულია საერთოდ, რეგიონი. აქეთ – ტერორიზმი, იქეთ – არასტაბილურობა და ჩვენ ვართ რაღაცნაირი კუნძული ამ რთულ რეგიონში, რომელიც ძალიან ღირებულია ჩვენი პარტნიორებისთვის. ამიტომ, შეგვიძლია, უფრო მეტი მოვითხოვოთ და უფრო სხვანაირად, მე ამის დიდი იმედი მაქვს, წარვმართოთ მოლაპარაკებები მათთან, რომ ცოტა უფრო კონკრეტული და უფრო სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდეთ იმ ერთადერთ გზაზე, რომელიც არის ჩვენი გზა ევროპასთან შეერთებისა, მაგრამ ჩვენ შიგნით უნდა შევინარჩუნოთ ჯერ ეს სტაბილურობა.

ვიღაცებს აქვთ იმის იმედი, რომ ეს არჩევნები გადავა რაღაც არასტაბილურ სიტუაციაში და ვიღაცები ამისთვის ემზადებიან კიდევაც საზღვრის გარედან; რაღაცას გვეუბნებიან, რომ შეიძლება მოხდეს და უნდა მოხდეს რევოლუცია. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა ვიყოთ მზად სტაბილურობისთვის – ეს იქნება ჩემი პირველი და მთავარი დანიშნულება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

[R] პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]