weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გავეცანი მის ნამოღვაწარს და გადავურიცხე - მაკრახიძე ზურაბიშვილის დაფინანსებაზე

19:11 პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018

ქართული ოცნებიდან“ გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის განმარტებით, სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის 50 ათასი ლარით დაფინანსების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის „ნამოღვაწარს გაეცნო“.

„გავეცანი მთლიანად მის ნამოღვაწარს და ვიფიქრე, რომ გადავურიხავდი. კონკურენტებთან შედარებით, ვიფიქრე, რომ იქნება წარმატებული. განა შეიძლება ვინმეს თხოვნით ფული ჩაურიცხო? ჩემი სურვილი იყო და გადავურიცხე. ყოფილი ფირმა მქონდა, ვმუშაობდი და ჩემი დანაზოგი იყო“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ წევრმა იოსებ მაკრახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მაკრახიძემ ზურაბიშვილს 50 000 ლარი 9 ოქტომბერს გადაურიცხა, თუმცა ერთი თვით ადრე აცხადებდა, რომ ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ვერ შეძლებდა, რადგან ამის საშუალება არ ჰქონდა.

„მე მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში რა წვლილი უნდა შევიტანო? სად მაქვს მაგის სახსრები, რომ მე მისი დაფინანსება შევძლო“, - განაცხადა 10 სექტემბერს იოსებ მაკრახიძემ სათემო რადიო „მოზაიკასთან“ საუბარში.

იოსებ მაკრახიძე კომპანია „იბოლიას“ 40 % წილის მფლობელია, იმავე კომპანიის 15 – 15 %-ს მისი შვილები ფლობენ. 2016 წლის 31 ოქტომბრამდე იოსებ მაკრახიძე ამავე კომპანიის დირექტორიც იყო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს მაკრახიძემ ბიზნესიდან 910 663 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო, 2016 წელს კი 829 319 ლარი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იოსებ მაკრახიძე „ქართული ოცნების“ შემომწირველი იყო, - სახელისუფლებო პარტიას მან 50 000 ლარი გადაურიცხა. გორის მაჟორიტარი და მისი კომპანია „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი დამფინანსებლებიც იყვნენ. 2010 წელს შპს „იბოლიამ“ მაშინდელ მმართველ პარტიას 100 000 ლარი ჩაურიცხა, 2011 წელს - ასევე 100 000 ლარი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი იოსებ მაკრახიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ 39 000 ლარი შესწირეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]